The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ფავლენიშვილი

გივი ფავლენიშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფალუკტეტი 1954 წელს.

1951-1961წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე; 1961-1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1976-1981წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკისა და გამოთვლითი მათემატიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1981-1984წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერიმენტულ-თეორიული გამოკვლევების შედეგთა ამსახველი 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; შედგენილი ჰქონდა თეორიული მექანიკისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოები; 1951-1961წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.541


გააზიარე: