The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ფანცულაია

დაბადების თარიღი:4 მარტი, 1940
გარდაცვ. თარიღი:2008  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" კონსტრუქტორად; 1964 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული და პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") კონსტრუქტორად; 1987 წლიდან მუშაობას განაგრძობს ს/ს "გორგასალში" სახელოსნოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; მისი მონაწილეობით დაგეგმარდა და ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი სამშენებლო ინდუსტრიის, კულტურის, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სტავროპოლის მხარეში, ჩრდ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, მოლდავეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში; ასევე აღსანიშნავია, 18-სართულიანი ტურისტული სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციული შენობა ნალჩიკში; ვაჭრობის სამინისტროს საინჟინრო კორპუსი ქ. მახაჩკალაში; სასტუმრო 170 ადგილზე და რესტორანი "ქალაქური" ქ. ჭიათურაში; "ხიდმშენის" საინჟინრო კორპუსი და საკოლმეურნეო ბაზარი ქ. თბილისში; სასტუმრო "ვარაზი" ქ. თბილისში (მ. კოსტავას ქუჩაზე); საცხოვრებელი სახლების კომპლექსები ჭავჭავაძის პროსპექტზე და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; მიწისძვრისგან დაზიანებული სახლების აღდგენა სომხეთში და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში; "საქსოფლტექნიკის" და საკონსერვო მრეწველობის ობიექტების რეკონსტრუქცია მაიაკოვსკში, გუდაუთაში, ხონში, ბორჯომში და სხვა; არაერთგზის იყო დაჯილდოებული საქართველოს, დაღესტნის, მოლდოვეთის რესპუბლიკების მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.541-542


გააზიარე: