The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1982  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის ქიმიის ტექნიკუმი 1931 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1940 წელს.

1931-1933წწ. მუშაობდა ქ. კემეროვოში (რუსეთი) ქიმიური ქარხნის მშენებლობაზე; 1934-1937წწ. სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" საპროექტო ბიუროში კონსტრუქტორად; 1937 წლიდან ბიუროს გამგედ; 1950-1958წწ. ტრესტის საპროექტო განყოფილების უფროსად; 1958-1960წწ. იყო იმავე ტრესტის კაპმშენებლობის განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1960-1961წწ. ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1961-1972წწ. ტრესტის მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში; მოგვიანებით ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე, ბაგირგზების მშენებლობის დარგში; 1979 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ბაგირგზების სამმართველოს ("საქბაგირგზები") მთავარი კონსტრუქტორი, აღიარებულია საქართველოში სამგზავრო ბაგირგზების მშენებლობის პიონერად; 1948 წელს მისი პროექტით ზესტაფონში აშენდა პირველი მსუბუქი ტიპის სამგზავრო ბაგირგზა; 1954 წელს ქ. ჭიათურაში მძიმე ტიპის თანამედროვე, ქანქარასებრი სამგზავრო ბაგირგზა; 1928-1980წწ. ქ. ჭიათურაში ადგილობრივი სპეციალისტების მიერ დაპროექტებული 118 კიდული ბაგირგზიდან უმეტესობა მისი დაპროექტებულია, ან საპროექტო სამუშაოები შესრულდა მისი ხელმძღვანელობით; მისი პროექტებით აშენდა ბაგირგზები თბილისში, ტყიბულში ახალციხეში, აბასთუმანში, გურჯაანში, ყაზბეგში, კურორტ კისლოვოდსკში, ლატვიის კურორტ სიგულდაში და სხვა; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჭიათურის ბაგირგზების, კაბელამწეების, საბაგორი ხიდებისა და სხვა ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში; იყო ბაგირგზების რომის I საერთაშორისო კონგრესის (1957), გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის სიმპოზიუმების მონაწილე; მისი 26 საავტორო გამოგონება დანერგილია პრაქტიკაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.542-543

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

გააზიარე: