Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იამზე ფანცხავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწვლო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1970 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ა/კ ინსტიტუტის ბეტონების კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მისი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ნაგებობათა სეისმომედეგობის გაზრდის მიზნით სპეციალური ბეტონების შედგენილობის შერჩევა, საქართველოს სხვადასხვა კლიმატური გარემოსა და კონსტრუქციების საექსპლუატაციო პირობების მიხედვით; მონაწილეობდა სამშენებლო ნორმების - "ჰიდროტექნიკური ნაგებობების ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები" დამუშავებაში; გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მეთოდური მითითება მშენებლებისათვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.543
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |