The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ფარულავა

რეზო ფარულავა
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:1996  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორლოვკა, უკრაინა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად; 1968 წლიდან იყო სამშენებლო უბნის უფროსი; 1972 წელს დაინიშნა სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1978 წელს ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1983 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N3 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის N8 მოძრავი მექანიზირებული კოლონის უფროსად; 1990 წელს მიიღო აქტიური მონაწილეობა, სხვა სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად, რაჭასა და იმერეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაზიანებული სახლების აღდგენა-რეკონსტრუქციაში, ძირითადად საჩხერის რაიონში; მონაწილეობდა თბილისის "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია-მშენებლობაში (1976); პურ-ფუნთუშეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხნის (თბილისში), ძველი თბილისის აღდგენა-მშენებლობაში, სასტუმრო "ამბასადორის", ქარვასლის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციასა და ბეთანიის სპორტული კომპლექსის მშენებლობაში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.544


გააზიარე: