The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფაღავა

ალექსანდრე ფაღავა
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 2017  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

მუშაობდა აჭარის სამშენებლო სამმართველო "ინტურისტმშენში" უფორსის მოადგილედ, აჭარის "ინტურისტის" სამმართველოს უფროსად; 1993-1994წწ. იყო აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1995წწ. აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. დაჯილდოებულია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.545; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: sca.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.327

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საზღვაო საკითხთა ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1999-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მამული", წევრი (1995-1999)

გააზიარე: