The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ფაღავა

ოთარ ფაღავა
Date of birth:9 October, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი ჰიდროტექნიკის სპეციალობით 1955 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებელ-ინჟინრის კვალიფიკაციით 1964 წელს.

1955-1964წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1972წწ. საშენ მასალათა კომბინატის უფროსად; 1972-1977წწ. "საქსოფლტექნიკის" აჭარის სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1979-1980წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს უფროსი; 1980-1987წწ. მუშაობდა ცეკავშირის N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1987-1991წწ. აჭარკოოპკავშირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1991-1998წწ. N10 სამშენებლო ტრესტის მმართველი იყო; 1998-2007წწ. სს "მშენებელი 98"-ის აღმასრულებელი დირექტორი; 2007-2011წწ. მუშაობდა სს "ბათუმი სითის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; 2011-2012წწ. სს "ფიროსმანის" ერთ-ერთ ხელმძღვანელად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელებულია ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა; მათ შორის აღსანიშნავია: საცხოვრებელი სახლებისა და სასათბურე კომპლექსების მშენებლობა ქ. ბათუმის და ხელვაჩაურის რეგიონში, სასმელი წყლის რკინაბეტონის რეზერვუარების, კომპლექსური ფილტრატების, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ჭოროხსა და ყოროლისწყალზე, ვაგონმცლელი ესტაკადების მშენებლობა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, საკვებგადამამუშავებელი საამქროები აჭარისა და გურიის რეგიონში, ნატოს სტანდარტის სასაზღვრო ცენტრები სარფში, კირნათში, გორგაძეებში, ტბეთში, ხიხანძირში, ჩიბუხში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.545-546


Share: