The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ფაცურია

თეიმურაზ ფაცურია
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატში ინჟინრად; ამავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ  "ამიერკავკასმეტალურგმშენის" N1 და N5 სამშენებლო სამმართველოებში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1971წწ. მივლინებული იყო ირანში, ისპაჰანის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე; 1972-1978წწ. მუშაობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1978-1991წწ. თბილისის საქალაქო და რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტებში, მშენებლობისა და მშენინდუსტრიის განყოფილებაში ინსპექტორად, განყოფილების გამგის მოადგილედ, განყოფილების გამგედ; 1992-1993წწ. იყო საქართველოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის, საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და კრედიტების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1993-1999წწ. მივლინებული იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლად და საქართველოს საელჩოს დესპანად; მისი მონაწილეობით აგებულ-რეკონსტრუირებულ ობიექტებს შორისაა: თბილისის მართვისა და გამოთვლითი მანქანებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნები, აგლომერატის შიხტების შემრევი ფაბრიკა ირანში, თელავის ფიქალ-მარმარილოს კომბინატი, ქუთაისისა და ეკლარის ქვის დამამუშავებელი ქარხნები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.547


გააზიარე: