The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ფილიპია

ოთარ ფილიპია
Date of birth:16 March, 1935
Date of death:2017  (at 81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარ სამმართველოში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის ტექნიკოსად, ინჟინრად; 1963 წელს უფროს ინჟინრად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ცხინვალში, N13 საგზაო-სამშენებლო და სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად; 1966 წელს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N7 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1969 წელს დაინიშნა N1 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1977 წლამდე; ამ პერიოდში მისი წინადადებითა და მონაწილეობით განხორციელდა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბედან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებამდე რესპუბლიკური დანიშნულების გზის მიმართულების შეცვლა, რითაც გამოირიცხა რკინიგზის გადაკვეთაზე ორი გზაგამტარის მშენებლობა; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სახელმწიფო დანიშნულების გზების მთავარ სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1983 წლიდან დაინიშნა N11 საგზაო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე; მისი მონაწილეობით განხორციელდა თბილისის შემოვლითი გზისა და "თბილისი-ნატახტარის" გზის მონაკვეთზე მეორე ზოლის მშენებლობა, ასევე ქ. თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი ქუჩისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები; იყო აღმოსავლეთ საქართველოსა და ქართლის რეგიონებში მშენებარე ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიის ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.547-548; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

Share: