შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ფირცხალაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1960-1968წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში - "საქქალაქმშენსახპროექტსა" და "ჰიდროენერგოპროექტში" - ტექნიკოსად, ინჟინრად; 1968-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებელი; 1975-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. ოზურგეთის N8 სამშენებლო ტრესტის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1994 წლიდან სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა გურიის რეგიონში საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების, ლანჩხუთის სტადიონის, სტიქიით დაზარალებული მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის ახალი სოფლების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.548-549
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |