The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ფიცხელაური

გივი ფიცხელაური
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1971 წელს დაინიშნა N5 არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1992 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" მთავარ კონსტრუქტორად; ხელმძღვანელობდა "თბილქალაქპროექტის" ავარიული შენობების აღდგენა-გამაგრების პროექტირების სამმართველოს; ხელმძღვანელობდა ქორწინების სასახლის (ბოჭორმის ქუჩაზე), ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლის (ხეთაგუროვის ქუჩაზე), აგრობიოტექნოლოგიის ს/კ ინსტიტუტის (სამხედრო გზაზე), სასტუმროს (ანაგის ქუჩაზე), მონკავშირის (ბაგებში) შენობების დაპროექტებას; მონაწილეობდა სასტუმრო "ივერიის" დაპროექტებაში; არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის აღდგენა-გამაგრების პროექტის მთავარი კონსტრუქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.549


გააზიარე: