შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰასან-ფაშა ჯაყელი![]()
ბიოგრაფიაჰასან-ფაშა ჯაყელი, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1758-1759 და 1761-1769 წლებში. ახლად დანიშნულ ფაშას დაევალა განდგომილი იმერეთის სამეფოს კვლავ დამორჩილება. ამ მიზნით ჰასან-ფაშამ 1758 წელს ორჯერ ილაშქრა იმერეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. 1759 წელს გადააყენეს. მის ნაცვლად დანიშნეს იბრაჰიმ-ფაშა (ჯაყელი), რომელსაც ხალხი აუჯანყდა. 1761 წელს კვლავ ჰასან-ფაშა დანიშნეს ორი თუღით (გრძელ ტარზე წამოცმული ოქროს, ვერცხლის ან მოოქროვილი სპილენძის ბურთულა, რომელსაც ზემოდან დამაგრებული ჰქონდა ნახევარმთვარე, ხოლო ქვემოთ, ტარზე – ცხენის ძუის კონები; ოსმალეთში ანიჭებდნენ მაღალი თანამდებობის მოხელეებს ძალაუფლების ნიშნად). მალე იგი სამთუღიანი ფაშა და სერასკერი (ოსმალეთში - არმიის მთავარსარდალი) გახდა. 1763-1767 წლებში ჰასან-ფაშამ მრავალგზის ილაშქრა იმერეთში, მაგრამ უშედეგოდ. 1767 წლის თებერვალში იგი ახალციხიდან გაიწვიეს და სელენიქის ფაშად გაამწესეს. წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |