The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰასან-ფაშა ჯაყელი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Military Person

Biography

ჰასან-ფაშა ჯაყელი, ახალციხის (ჩილდირის) ფაშა 1758-1759 და 1761-1769 წლებში. ახლად დანიშნულ ფაშას დაევალა განდგომილი იმერეთის სამეფოს კვლავ დამორჩილება. ამ მიზნით ჰასან-ფაშამ 1758 წელს ორჯერ ილაშქრა იმერეთში, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. 1759 წელს გადააყენეს. მის ნაცვლად დანიშნეს იბრაჰიმ-ფაშა (ჯაყელი), რომელსაც ხალხი აუჯანყდა. 1761 წელს კვლავ ჰასან-ფაშა დანიშნეს ორი თუღით (გრძელ ტარზე წამოცმული ოქროს, ვერცხლის ან მოოქროვილი სპილენძის ბურთულა, რომელსაც ზემოდან დამაგრებული ჰქონდა ნახევარმთვარე, ხოლო ქვემოთ, ტარზე – ცხენის ძუის კონები; ოსმალეთში ანიჭებდნენ მაღალი თანამდებობის მოხელეებს ძალაუფლების ნიშნად). მალე იგი სამთუღიანი ფაშა და სერასკერი (ოსმალეთში - არმიის მთავარსარდალი) გახდა. 1763-1767 წლებში ჰასან-ფაშამ მრავალგზის ილაშქრა იმერეთში, მაგრამ უშედეგოდ. 1767 წლის თებერვალში იგი ახალციხიდან გაიწვიეს და სელენიქის ფაშად გაამწესეს.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


Share: