შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელი ჰაჯიბეილი-ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტმა მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტში" არქიტექტორ-სტაჟიორად; 1941-1944წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატში სპეციალური დანიშნულების სამშენებლო კანტორაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე; 1944 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქკომუნპროექტში", რომელიც 1953 წელს დაექვემდებარა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს და გახდა იმავე კომიტეტის საპროექტო ინსტიტუტი "საქქალაქმშენსახპროექტი", სადაც მუშაობდა პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1948-1948-1952წწ. მონაწილეობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ექსპედიციაში, რომელიც კახური საცხოვრებელი სახლის დაგეგმარებით სტრუქტურას; ტრესტ "საქკომუნპროექტში" მუშაობის პერიოდში მის მიერ დაპროექტებულ იქნა სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა წითელწყაროს (ამჟამად დედოფლისწყარო) რაიონულ ცენტრში, ტიპური საცხოვრებელი სახლების სექცია რესპუბლიკის რაიონებისათვის, 25-ადგილიანი სასტუმროს ტიპური პროექტიიყო მთავრობის ჯილდოების მფლობელი, არაერთი საერთაშორისო და საკავშირო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული; ნამუშევრები: თბილისში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტი (1969), საქართველოს ცენტრალური საარქივო სამმართველოს შენობა (1970), კულტურის სახლი საგარეჯოში (1981) და სხვ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.762 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |