The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფოლად ფოლად-ზადე

ფოლად ფოლად-ზადე
Date of birth:24 October, 1931  (93 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამტავრა მოსკოვის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1955 წელს.

1955-1956წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ტაჯიკჰიდრომშენის" სისტემაში N2 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერ-მშენებლად, სამშენებლო უბნის უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1957-1959წწ. მუშაობდა "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" N8 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ჯერ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959-1963წწ. "მთავარკურა-არაქსწყალმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერი იყო; 1963 წელს გადაიყვანეს აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1964 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის წყალთა მეურნეობის სამინისტროს ამიერკავკასიის მთავარი საწარმოო სამმართველოს უფროსად (ქ. ბაქოში); 1965 წელს გადაიყვანეს "მთავარკურა-არაქსწყალმშენის"  უფროსის პირველ მოადგილედ, შემდგომ მთავარი სამმართველოს უფროსად; 1970-1974წწ. აზერბაიჯანის სსრ სამელიორაციო მშენებლობის მთავარი სამმართველოს ("მთავარაზმელიოწყალმშენი") უფროსი იყო; 1974 წელს გადაიყვანეს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1989 წლიდან საბჭოთა კავშირის წყალთა მეურნეობის მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 1990-1991წწ. სსრკ სახელმწიფო კონცერნ "წყალმშენის" თავმჯდომარე; 1992 წლიდან მისი გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან კონცერნ "წყალმშენის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.549-550

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი

Share: