Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურთაზ ფოჩხუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" და "საქმრეწვტყეპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად; 1964-1966წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "საქსახმშენის" მთავარი სპეციალისტი; 1966-1972წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეცკოლონის მთავარი ინჟინერი, კოლონის უფროსი, მთავარი სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1973-1979წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1980-1989წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს სატყეო მრეწველობისა და საშენი მასალების მრეწველობის მინისტრების მოადგილე; 1990-1991წწ. ავჭალის საკედლე მასალების კომბინატის დირექტორი; საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე, მისი მონაწილეობით დაპროექტდა თბილისის სპორტის სასახლე, თბილისის ცენტრალური გაზგამანაწილებელი სადგური და მისგან გამავალი მაგისტრალური ქსელები, დამუშავდა თბილისის გაზიფიცირების პროექტი; ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტების მშენებლობას; უშუალოდ კურირებდა სატყეო, ხის დამამუშავებელი და საშენი მასალების საწარმოო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუირებას, კასპისა და რუსთავის ცემენტის ქარხნების რეკონსტრუქციას, აგურის ახალი ქარხნის მშენებლობას მეტეხში, თანამედროვე უცხოური ტექნოლოგიების ათვისებას და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.550 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |