შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა ფოცხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხილიხავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1932 წელს. მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1937-1939წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ინჟინერი, ხელმძრავნელობდა მედქალაქის მშენებლობას; 1946 წელს იყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახვაჭრობპროექტის" დირექტორი და შემდგომ მთავარი არქიტექტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმები და პავილიონები წყალტუბოში, რესტორანი მტკვარზე ქ. თბილისში, კინოთეატრი 500 ადგილზე ბორჯომში, ტიპური პროექტები - პავილიონები 60 ადგილზე და სასაუზმე 250 ადგილზე და სხვა; მიღებული აქვს I პრემია რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტისათვის ქ. თბილისში (1940). დაჯილდოებულია მედლებით და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.550 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |