The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ფრანგიშვილი

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1975წწ. თბილისის სასტუმრო "ინტურისტის" მთავარ ინჟინრად; 1975-1987წწ. საკავშირო სამშენებლო ტრესტ "ინტურისტმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტ "ინტურისტსპეცმშენის" მმართველის მოადგილედ, სამხატვრო კომბინატის დირექტორად; 1987 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტების რესპუბლიკური სამმართველოს სამშენებლო სამმართველოს უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.551


გააზიარე: