The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ფრუიძე

ანზორ ფრუიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:2002  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალპანა, ცაგერის რაიონი.

დაამტავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილმეტრომშენის" N212 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელში მშენებელ ოსტატად; 1961-1965წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის ქ. გაგრის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1965-1973წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ბზიფის ღორღისა და განთიადის სამშენებლო მასალების ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1973-1975წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს გაგრის კომუნალურ საწარმოთა კომბინატის დირექტორი; 1975-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 და N75 მოძრავ-მექანიზებული კოლონებისა და ამავე სამინისტროს სამმართველოს უფროსად; 1992-1992წწ. დევნილობის პერიოდში იყო ქ. გაგრის ვიცე-მერი, ხოლო 1995 წლიდან მერი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ასსრ ეკონომიკური განვითარების შესახებ სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების - კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკისა და გაგრის მერძევეობის კომპლექსის მშენებლობაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.551-552; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: