The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ფრუიძე

ომარ ფრუიძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად; 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1975წწ. სსრ კავშირის ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1975 წელს გადაიყვანეს სსრ კავშირის საავტომობილო მრეწველობის სამინისტროს ქუთაისის სამშენებლო-სარემონტო სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ამ სამმართველოს ტრესტად გარდაქმნისა (1990) და მის ბაზაზე სს "ავტორემმშენმონტაჟის" ჩამოყალიბების შემდეგ (1995) იყო ჯერ მისი დირექტორი, ხოლო 1996 წლიდან - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2003 წლიდან ხელმძღვანელობს სს "იბერია-21"-ს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ბათუმის მანქანათმშენებელი და მექანიკური, ფოთის ელექტროგამაძლიერებლების (ადმინისტრაციული შენობის), გელათის ტრანსფორმატორების, ქუთაისის ელექტრომექანიკური (ხის მოდელების საამქროს), ზესტაფონის კაბელების, შორაპნის ელემენტების ქარხნების, ქუთაისის ბამბეულის საქსოვი ფაბრიკისა და აბრეშუმკომბინატის დასასვენებელი სახლის კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, სპორტული კომპლექსების, საყოფაცხოვრებო-კომუნალური დანიშნულების ობიექტების, ბეტონის გზებისა და ხიდების მშენებლობას. არის სხვადასხვა საუწყებო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.552

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: