The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ფუტკარაძე

მალხაზ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1965 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე; 1968-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის N1 რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატში ლაბორატორიის უფროსად, მთავარ ტექნოლოგად; 1972-1984წწ. ამავე ტრესტის სამრეწველო განყოფილების უფროსად, მთავარ ტექნოლოგად; სხვადასხვა დროს მუშაობდა სამრეწველო-საწარმოო N4 (1986) და N5 (1988) სამშენებლო კომბინატების მთავარ ინჟინრად; აქტიურად მონაწილეობდა გლდანის, მუხრანის, დიდი დიღმის, ვაზისუბნის, ფონიჭალის მიკრორაიონებისა და სხვა სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.553


გააზიარე: