შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ქადარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეძაძამე, სენაკის რაიონი. დაამთავრა ქ. ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1966-1972წწ. მუშაობდა ქ. ფოთში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის კათედრაზე; 1988-2005წწ. მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 2005 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1989 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 2005 წელს; 2005 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობაზე მუშაობს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.554
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |