The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქადარია

იური ქადარია
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1947
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 2023  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეძაძამე, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ქ. ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1966-1972წწ. მუშაობდა ქ. ფოთში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N11 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1974 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის კათედრაზე; 1988-2005წწ. მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 2005 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; 1989 წლიდან ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 2005 წელს; 2005 წლიდან სრული პროფესორის თანამდებობაზე მუშაობს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.554


გააზიარე: