The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბო ხუნდაძე

გაბო ხუნდაძე
ოფიციალური სახელი:გაბრიელ ხუნდაძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1937  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი ქართველი დიპლომატიური წარმომადგენელი (ელჩი) იყო. ამ თანამდებობაზე ის 1918 წლის ივნისში დაინიშნა. საბჭოთა რუსეთში ელჩად მუშაობის პერიოდში გ. ხუნდაძემ აქტიური დიპლომატიური და საორგანიზაციო მუშაობა გასწია, ჩამოაყალიბა საკონსულო პეტროგრადში (კონსული პეტრე ჩინიჯიშვილი). 1919 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა უარი განაცხადა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და მის მთავრობის აღიარებისა; რუსეთში დაიხურა საქართველოს წარმომადგენლობა და იანვარში დააპატიმრეს საქართველოს საელჩოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ელჩის - გაბრიელ ხუნდაძის ჩათვლით. იგი ბუტირკის ციხეში მოათავსეს და რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარემ ერთმანეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური წარმომადგენლობებიც გახსნა, საქართველოს ელჩად გერასიმე მახარაძე დაინიშნა. გაბრიელ ხუნდაძემ დიპლომატიური მოღვაწეობა ამჯერად აზერბაიჯანში ელჩის რანგში გააგრძელა 1920 წლის ივნისამდე. ქართველი დიპლომატი, დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა რუსეთში.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.535


გააზიარე: