The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ქავთარაძე

თამაზ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2007  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; მოსკოვის რკინაბეტონის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1971 წელს.

1965-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1971წწ. საქართველოს საშენი მასალების ს/კ ინსტიტუტში - წამყვან ინჟინრად, განყოფილებისა და ლაბორატორიის უფროსად; 1971-1989წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის რკინაბეტონის ს/კ ინსტიტუტში; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის პედაგოგი; 1989 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თაქვმჯდომარის მოადგილედ; 1991-1995წწ. იყო სახელმწიფო გაერთიანება "საქსაშენმასალების" უფროსის მოადგილე; 1996 წელს აირჩიეს სს "ბიზნესცენტრ-საშენმასალების" პრეზიდენტად; 1983-1989წწ. მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მშენებლობასა და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის შენობის რეკონსტრუქციაში; კურირებდა რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების სარეკონსტრუქციო და სამშენებლო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს, მეტეხის კერამიკული საკედლე მასალების ახალი ქარხნის მშენებლობას; კოორდინაციას უწევდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ მიწისძვრის შედეგთა სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებს; იყო 14 გამოქვეყნებული ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.554

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: