The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქავთარაძე

ირაკლი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1930  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1958წწ. მუშაობდა უკრაინაში, ვოროშილოვგრადის ოლქში, სამშენებლო ტრესტ "კრასნოლუჩშახტმშენის" იანოვსკის სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; 1958-1975წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" - კონსტრუქტორად, "თბილგაზმშენისა" და "ინჟმშენის" N3 და N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოებში - მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1976 წელს იყო საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1976-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს თბილისის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ცეკავშირის ტრესტ "საქკოოპრემმონტაჟსპეცმშენისა" და საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1992-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად; ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის გაზიფიკაციის ქსელების, გაზგამანაწილებელი სადგურისა და გაზმარეგულირებელი პუნქტების, ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი სახლების, თბოქსელების, კვარტალური საქვაბეების, თბოპუნქტების, წყალსადენების, სანიაღვრე კოლექტორების, სასმელი წყლის რეზერვუარების, მიწისქვეშა გადასასვლელების, ასევე, სავაჭრო და კომუნალური ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.555; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის მედალი

გააზიარე: