The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ქავთარაძე

ნოდარ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2010  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; მოსკოვის ს. ორჯონიკიძის სახელობის ინსტიტუტი 1979 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1983 წელს.

1963-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოშო სამუშაოთა მწარმოებლად; 1968-1974წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N14 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, კოლონის უფროსად; 1974-1981წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მთავარ ტექნოლოგად, იმავე სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის N57 და N27 მექანიზებული კოლონების უფროსად; 1981-1983წწ. N8 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1983-1994წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1994-1997წწ. შპს "ალგეთის" უბნის უფროსი; 1997-2004წწ. შპს "ჯებირის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის (თბილისში), 18 ჰა ფართობის სასათბურე მეურნეობის (კრწანისში), კულტურის სახლის (ზემო ქედაში), სასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას (რუსეთში, ვოლოგდის ოლქსა და საქართველოში - კახეთის ზონაში), დედოფლისწყაროს საავადმყოფოს რეკონსტრუქციას; 1990-1991წწ. მიწისძვრების შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენას (ჭიათურა-საჩხერის ზონაში); მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.555 


გააზიარე: