Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ხიმშიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა პავლოვის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო 1855 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) და რუსეთ-თურქეთის (1877–1878) ომებში. მსახურობდა საველე არტილერიის მეცამეტე ბრიგადაში. იყო 21-ე საარტილერიო ბრიგადის მეორე ბატარეის მეთაური (1874-1878), პოლკოვნიკი (1877), არტილერიის მე-6-ე ბრიგადის მეთაური (1892-1893), 39-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1893-1897), გრენადერთა ბრიგადის არტილერიის მეთაური (1895), კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის საარტილერიო მეთაური (1899), ალექსანდროვის კომიტეტის წევრი (1905). გენერალ-მაიორი (1892), გენერალ-ლეიტენანტი (1900). 1908 წელს მიიღო არტილერიის გენერლის წოდება. 1906–1913 წლებში გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი ხიმშიაშვილმა მთაწმინდაზე 339 კვადრატული საჟენი მიწა ეპარქიის სასულიერო-განმანათლებელ საძმოს მიხეილ ტვერელის ეკლესიის ასაშენებლად გადასცა. გარდაიცვალა 1917 წლის 16 ივლისს ბორჯომში. დასაფლავებულია თბილისში წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესიის ეზოში (საფლავი დაკარგულია). რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (13. 04. 1908). Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |