The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი

შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:1892  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. ქოჩახი(მთისუბანი, ყოფილი მუმსუი), სოფელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (თხილვანას თემი)
კატეგორია:დიდგვაროვანი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბათუმისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა აჭარის ბეგების მიერ დაკავებულ პოზიციას. მათ შორის ყველაზე ძლიერი, შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მტკიცედ ადგა რუსეთის ორიენტაციას და აჭარის საქართველოსთან შეერთების გზას. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერიამ აჭარელ ბეგებს უფლებები შეუმცირა, ბეგებმა დაიწყეს რუსეთისაკენ ლტოლვა იმ იმედით, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი თავადები უფრო დაწინაურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შერიფ-ბეგი, განსაკუთრებით ხელს უწყობდა რუსეთს აჭარის დაბრუნების საქმეში. მან რუსეთ-თურქეთის უკანასკნელი ომის დროს ზემო აჭარის მთავარმა, თურქეთს ზურგი აქცია და რუსეთს ერთგულება გამოუცხადა და როგორც გავლენიანმა პირმა, რუსეთის ჯარს დიდად გაუადვილა აჭარის შემოერთება. მისი ეს დამსახურება უყურადღებოდ არ დარჩენილა რუსეთის მთავრობის მხრიდან, როდესაც 1880 წელს პეტერბურგში ჩავიდა რუსეთის იმპერატორმა შემდეგი სიტყვებით მიიღო:  "არ დავივიწყებ ომის დროს შენს მიერ გაწეულ სამსახურსო". ამ დროს შერიფ-ბეგი რუსეთის სახელმწიფო სამსახურში შტაბ-ოფიცრის ხარისხით იყო. დაენიშნა სამხედრო ჩინის შესაფერისი პენსია. შერიფ-ბეგის მამული იყო: ყარსის ოლქში 400 დესეტინა საშენი ტყე, ყარსში სავაყუფო (მეჩეთებისათვის შეწირული), დუქნები, აჭარის სავაყუფო (საეკლესიო), სოფლები: ხულო, დიდაჭარა, დოსხევი, ალმე და საზაფხულო საძოვრები. ყოველივე ამას ოსმალეთის სულთნების ფირმანებით და ქართველ მეფეთა მიერ ბოძებულ გუჯარებით ფლობდნენ შერიფ-ბეგის წინაპარები და როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე, ფლობდა აგრეთვე შერიფ ბეგიც. აჭარა რუსეთმა დაიპყრო თუ არა, რუსეთის მთავრობის წინაშე სარჩელი აღძრა შერიფ-ბეგმა,  იგი თავისი მამულების დამტკიცებას რუსეთის კანონის თნახმად ითხოვდა. შეიქმნა კომისია  ახლადშემოერთებული ტერიტორიების გამოსაკვლევად. 1883 წელს ამ კომისიამ, განიხილა აჭარის სამამულო საქმეებიც და დაადგინა, რომ აჭარის ყველა მამული ოსმალების პერიოდში სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა და ახლაც სახელმწიფო ქონებად უნდა დარჩენილიყო. შერიფ-ბეგს საკუთრებად მარტო 16 დესეტინა მიწა ეკუთვნოდა. 1889 წელს მთავრობას თავიდან მიმართა თხოვნით თავისი მამულების შესახებ. 1892 წელს გენერალ-მაიორის ხარისხით გარდაიცვალა. შერიფ-ბეგი პეტერბურგში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი შვილებმა აჭარაში, სოფელ ქოჩახში გადმოასვენეს. დიდი თავადი, ზემო-აჭარის უკანასკნელი მთავარი, გენერალ-მაიორი, აჰმედ-ფაშას ძე.

წყარო: მოგზაურობანი გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი/ თედო სახოკია.-თბ.,1985.-გვ.273-374


გააზიარე: