The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა სურმავა

მანანა სურმავა
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1975 წელს.

1981-2006წწ. იყო რუსთაველის სახელობის, ხოლო 2006 წლიდან ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის "ერთი მსახიობის თეატრის" მსახიობი. არის მრავალი სატელევიზიო მონოსპექტაკლის ავტორი. გადაღებულია ფილმებში: "ბიჭი და ჩიტი" (კ. სურმავა, 1968), "უმცროსი და" (ზ. კიკაბიძე, 1977), "დები წყვდიადში" (ბ. ჩხეიძე, 1981, მარტირიო), "მიიღეთ გამოწვევა სენიორებო" (კ. სურმავა, 1982, დეიანირო), "მედუზა" (გ. ბარბაქაძე, 1985), "ბებია ყველასათვის" (ნ. დვალიშვილი, 1987), "ძაღლის აღლო" (გ. დადიანი, 1989). კინოსა და თეატრის რეჟისორის კოტე სურმავას შვილი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gekino-teatr.ru


გააზიარე: