შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სუხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკი) საოპერატორო ფაკულტეტი (ა. სემიონოვის სახელოსნო) 1974 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორის ასისტენტად. დამდგმელი ოპერატორი მიხეილ კობახიძის ფილმებისა "ქორწილი" (1964) და "ქოლგა" (1967). გადაიღო ფილმები: "გლადიატორი" (ბ. წულაძე, 1972), "ვალსი მთაწმინდაზე" (ბ. წულაძე, 1975), "ფერისცვალება" (ლ. ღოღობერიძე, 1968), "ინდი-მინდი" (ლ. სიხარულიძე, 1976), "იმედის მწვანე კუნძული" (ო. გვასალია, 1978), "სიყვარული ყველას უნდა" (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმცრ., 1980), "ბაკურხეველი ხევსური" (გ. ჩოხელი, 1980), "მოგზაურობა სოპოტში" (ნ. ჯორჯაძე, 1980), "ძნელია დასაწყისი"(თ. მაღალაშვილი, 1981), "მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში" (ნ. ჯორჯაძე, 1981), "მხოლოდ ერთხელ" (მ. ანასაშვილი, 1994). 2001 წელს საფრანგეთში გადაიღო მ. კობახიძის ფილმი "გზაში". კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |