The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ სუხოვი

ლევ სუხოვი
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1981  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს "სახკინმრეწვთან"არსებული კინოსაოპერატორო კურსები 1936 წელს.

მუშაობდა "თბილისის კინოსტუდიაში" (შემდგომში "ქართული ფილმი") ოპერატორის ასისტენტად. ალექსანდრე დიღმელოვთან ერთად გადაიღო ფილმი "მაგდანას ლურჯა" (თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), არჩილ ფალავანდიშვილთან ერთად "ჩრდილი გზაზე" (დ. რონდელი, 1956), "ჯარისკაცის მამა" (რ. ჩხეიძე, 1964). იყო დავით რონდელის ("მამულუქი", 1958), ლევან ხოტივარის ("განჩენი", 1959, "უდიპლომო სასიძო", 1961), ლეო ესაკიას ("აბესალომ და ეთერი", 1966), ნიკოლოზ სანიშვილის ("განგაში", 1968, "ღამის ვიზიტი", ო. ბრეგვაძესთან ერთად, 1974) ფილმების დამდგმელი ოპერატორი, როგორც რეჟისორმა და ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: