Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ტრაპაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1991 წელს. 1991 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმების" პროგრამების წამყვანი. 2007 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო მიმართულების კურატორი, რამდენიმე კომპლექსური პროექტის ავტორი. 2011 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი. ეწევა სამეცნიერო (თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში) და პედაგოგიურ (სამხატვრო აკადემიაში) მოღვაწეობას. მისი სტატიები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებში. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "70-ანი წლების ქართული კინოს თემატური ტენდენციები". კინომცოდნე. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 165; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |