The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი ტრეტიაკოვი

სერგეი ტრეტიაკოვი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1939  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გულდიგა, ლატვია.

დაამთავრა რიგის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს.

1919 წელს ვლადივოსტოკში გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული. თანამშრომლობდა შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა გაზეთების რედაქციებთან. 1922 წლიდან მოსკოვში რედაქტორობდა ჟურნალებს "ნოვი ლეფ" და "ლიტერატურა მირავოი რევოლუციი", მუშაობდა მიერხოლდთან, რომელმაც დადგა მისი პიესა "იღრიალე ჩინეთო". პროლეტკულტის თეატრში სერგეი ეიზენშტეინმა დადგა მისი პიესები: "ზოგჯერ ბრძენიც მოტყუვდება", "გესმის მოსკოვო?" და "აირწინაღები". 1924-1925წწ. კითხულობდა რუსული ლიტერატურის კურსს პეკინის უნივერსიტეტში. 1927 წელს  მიიწვიეს საქართველოს "სახკინმრეწვში" ლიტერატურული განყოფილების კონსულტანტად. მისი სცენარით გადაღებულია ფილმები: "ელისო" (ნ. შენგელაია, 1926), "ჯიმ შვანთე" (მ. კალატოზიშვილი, 1930) და "ხაბარდა" (მ. ჭიაურელი, 1931).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 168-169; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org


გააზიარე: