შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი უსეინაშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ვგიკ) საოპერატორო ფაკულტეტზე 1931-1933წწ. 1936 წელს მუშაობა დაიწყო "სახკინმრეწვში" ოპეარტორის ასისტენტად მხატვრულ ფილმზე "ფრთოსანი მღებავი" (ლ. ესაკია). იყო "თბილისის კინოსტუდიის" ქრონიკის სექტორის ოპერატორი. მისი მონაწილეობით გადაღებულია "სტალინური კონსტიტუციის დროშით" (ა. მამულაშვილი, 1938), "საქართველოს 1938 წლის ოლიმპიადა" (1938), "ჩვენი ახალგაზრდობა" (1938), "სევასტოპოლის გმირი არკადი გეგეშიძე" (ა. ფილიპაშვილთან ერთად / შ. ხომერიკი, 1943), "ურღვევი მეგობრობა" (კ. გრძელიშვილი, 1944), "ახალგაზრდობის აღლუმი" (ოპერატორთა ჯგუფთან ერთად / ა. მამულაშვილი, 1944), "კოლხეთის მიწაზე" (შ. ჩაგუნავა, 1950) და სხვ. 1955 წლიდან მუშაობდა კომბინგადაღებათა ოპერატორად მხატვრულ ფილმებზე ("ქართული ბალეტის ოსტატები", "ცისკარა", "მამულუქი", "თეთრი ქარავანი", "ხევსურული ბალადა", "თოჯინები იცინიან" და სხვ.). იყო საქართველოს ქდსპფ სტუდიის მთავარი ინჟინერი. ოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 170 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |