The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ფალიაშვილი

ნოდარ ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 2022  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ვგიკ)(ა. გალპერინის სახელოსნო) 1966 წელს.

მუშაობდა კუიბიშევის (რუსეთი) კინოსტუდიაში დიდი ელექტროსადგურის მშენებლობისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმზე. 1961-1969წწ. გადაიღო ეგვიპტეში, ასუანის კაშხლის მშენებლობის მატიანე. 1969 წლიდან საქართველოს ქდსპფ სტუდიის წამყვანი კინოოპერატორია. გადაიღო 100-ზე მეტი ფილმი. მათ შორისაა: "გადასარბენზე" (ო. გვასალია, 1970), "ნატანები" (შ. ხომერიკი, 1970), "ქართული ქორწილი" (შ. შონია, 1970); "თბილისური აივნების შემოდგომა" (ს. სტახოვი, 1971), "ქართული მინიატურა" (გ. შენგელაია, 1971), "ძველი ლითონის ახალი სიცოცხლე" (ნ. ჟუჟუნაძე, 1973), "მთაში დაბადებული ხელოვნება" (ვ. ვალიშვილი, 1974), "დიალოგები" (ო. გვასალია, 1976), "ზაარბრუკენის ქრონიკები" (გ. ჭუბაბრია, 1974), "როცა ქვა ცოცხლდება", "თბილისური საღამო" (ორივე დ. ადამია, 1974), "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან" (გ. ჭუბაბრია, 1976), "საქართველოს სამხედრო გზა" (ჯ. გურგენიძე, 1976),  "ალქიმიკოსები" (კ. კერესელიძე, 1980), "თასი-1980" (თ. ნოზაძე, 1980), "ფოლადი და ზღვა" (ჯ. გურგენიძე, 1981) და სხვ. ბრიტანეთის ტელევიზიის IV არხითვის გადაიღო  ორი ფილმი თბილისის ომზე "ქართული კოშმარი" და "რღვევა" (ჯილ ბატნერი, 1991); როგორც ავტორმა-ოპერატორმა - "სამი კონტინენტის გზაგასაყარზე" (1980), "ადამიანი ინფორმაციის ნაკადში" (გ. ჟვანიას იდეის საფუძველზე, 1982), "გვინეა-ბისაუ დღეს" (1979). მოსკოვში იმუშავა მასშტაბურ სპორტულ ფილმებზე: "ბალადა სპორტზე" (ი. ოზეროვი, 1979), "ო. სპორტო, შენ მშვიდობა ხარ!" (მ. რიჩაკოვი, 1981). აწარმოებდა კინოგადაღებებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 172-173; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gefacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • ცხელ წერტილებში მომუშავე კინოოპერატორთა ასოციაცია, კოორდინატორი (1991-)

გააზიარე: