The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ფარულავა

ია ფარულავა
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:მსახიობი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1984-1988წწ და გიორგი ჟდანოვის თეატრალურ სახელოსნოში (ლოს-ანჯელესი) 1992-1994წწ.

1988-1990წწ. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში. მონაწილეობდა ფილმებში: "ძნელი დასაწყისი" (თ. მაღალაშვილი, 1981), "გზის დასაწყისი" (ლ. ელიავა, 1982), "სამი ალიყური" (ე. ჟღენტი, 1983), "არსენას ლექსი" (ნ. ხატისკაცი, 1984), "ფესვები" (გ. მგელაძე, 1987), "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (ლ. გორდელაძე, 1989), "ომი ყველასათვის ომია" (დ. აბაშიძე, 1988), "მიახლოება" (ა. რეხვიაშვილი, 1990), "საბედისწერო გასროლა" (ო. კობერიძე, 1990), "სპირალი" (გ. ჭოხონელიძე, 1990), "სიბრძნე სიცრუისა" (ნ. ხატისკაცი, 1990), "წარსული მუდამ ჩვენთნაა" (ყ. მგელაძე, 1989), "შევარდენი" (კ. წაქაძე, 1990), "მეოთხე თვის პირველი დღე" (გ. ცაავა, 1991). 1994-1998 წწ. იყო გ. ჟდანოვის ასისტენტი და მისი თეატრალური სახელოსნოს პედაგოგი (ლოს-ანჯელესი). მონაწილეობა მიიღო ფილმში "და სთქვა უფალმან" (ბორმანი, 1993, აშშ). 1998 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. შეასრულა მთავარი როლი ფილმში "სიყვარული ვენახში" (გ. შენგელაია, 1998). კინომსახიობი, ტელეწამყვანი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 174; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: