Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივერი კაკუბავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1979წწ. იყო ავტომატიზაციის სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1986წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "რადიანის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული მართვის კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კათედრის პროფესორი; 2001 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სისტემური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უმაღლესი მათემატიკისა და ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის პროფესორი; 2004 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დირექტორი; 2005-2006წწ. სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი; 1 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აშშ, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცემებში. არის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ინტერნეტ-აკადემიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. პირველი ქართული ელექტრონული გამომცემლობის და საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალ "კომპიუტერული მეცნიერებანი და ტელეკომუნიკაციები" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში "კათოლიკური მისიები საქართველოში". პროფესორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.237 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |