The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ჭავჭავაძე

ნიკო ჭავჭავაძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1867
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 1920  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ყვარელი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი.

მსახურობდა ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში, რომელსაც მოგვიანებით მეთაურობდა პოლკოვნიკის წოდებით. ცნობილი იყო, როგორც ჩინებული მხედარი. მოპოვებული ჰქონდა არაერთი პრიზი ოფიცერთა საცხენოსნო შეჯიბრებებში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905). შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914). მიღებული ჰქონდა არაერთი საბრძოლო ჯილდო. გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან. ცოლად ჰყავდა ეკატერინე მიხეილის ასული ციციშვილი. ნიკოლოზ (ნიკო) მელქისედეკის (მიხეილის) ძე ჭავჭავაძე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1914). კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ჭავჭავაძისაგან ("დიდი ნიკო") განსასხვავებლად "პატარა ნიკოს" უწოდებდნენ.

წყარო: თავადი ჭავჭავაძეები : ისტ. ნარკვევი /იური ჩიქოვანი.-თბ.,2002


გააზიარე: