შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე სხვადასხვა წლებში მსახურობდა მაზრის მოსამართლედ, თბილისის ვიცე-გუბერნატორად (1865-1867). 1867 წელს დანიშნეს თბილისის საოლქო სასამართლოს თავჯდომარედ, ხოლო 1878 წელს - თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავჯდომარედ. 1890-იანი წლებიდან ნიკოლოზ ჭავჭავაძე გავიდა სამსახურიდან და, როგორც კერძო პირმა, მოიპოვა კახეთის რკინიგზის მშენებლობის უფლება. ამ საქმესთან დაკავშირებით 1899 წელს პეტერბურგშიც იყო, მაგრამ გარდაცვალების გამო არ დასცალდა განზრახვის პრაქტიკული განხორციელება. ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |