The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაალ კობიაშვილი

Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Nobleman, Public official, Military Person

Biography

ზაალ კობიაშვილი იყო მთიულეთის მოურავი, ფარნაოზ ბატონიშვილის ამალის წევრი. 1804 წელს 29 ოქტომბერს დააპატიმრეს ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად. ციციანოვის ბრძანებით დაპატიმრებული ზაალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვედროდა დაპატიმრებულ აჯანყების სხვა თორმეტ მონაწილეს. 1807 წელს ჩაიყვანეს პერმში. გადასახლებაში "უსაქმობისათვის" მოიგონა "დაუჯდომლის" გადმოწერა". გადაწერა დაუჯდომელი და ამავე დროს წერა-კითხვა ასწავლა კონდოლელ გოგია ალადაშვილს, სვიმონ ქობულოვის ყმას, რომელიც თავის ნებით გაყვა თავის ბატონს გადასახლებაში. 1811 წლის 8 სექტემბერს გამოიცა ბრძანება ზაალ კობიევის განთავისუფლების შესახებ. განთავისუფლებული "ზაალ მთიულეთის მოურავი და გიორგი ჭონქაძე წამოვიდნენ მანდა". 1828. 28. V. 1804 წლის აჯანყების მონაწილე. ტახტის აზნაური (კახეთი).

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


Share: