შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ტარსაიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. მსახურობდა გამომძიებლად ჯერ ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი), შემდეგ სტავროპოლში (1885-1891). 1891 წელს დაინიშნა სტავროპოლის საოლქო სასამართლოში ბრალმდებლის თანაშემწედ (მოადგილედ), 1895 წლიდან იმავე თანამდებობაზე იყო თბილისში, 1901 წლიდან თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. თავდაპირველად სტავროპოლში მას დავალებული ჰქონდა დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მალე იგი ჩამოაშორეს ამ საქმეს. მას მისი თანამედროვეები ახასიათებენ როგორც "მიუდგომელი მსაჯული, გულწრფელი და სათნო ადამიანი, იშვიათი პატიოსნების პატრონი". ნიკოლოზ ტარსაიძე გარდაიცვალა 1917 წელს განჯაში, ჩამოასვენეს და დაკრძალეს თბილისში. თეატრალური მოღვაწე (ერთხანს იყო "ქართული დრამატული საზოგადოების" თავჯდომარის მოადგილე). ტახტის აზნაური (ქართლი). წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro; თეატრი და ცხოვრება, 1917, N3: dspace.nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |