Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუარსაბ მაჩაბელი![]()
Biographyლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი იყო იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედ და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე დაიფიცეს. ამ სიაში მეათედ დასახელებულია მაჩაბელი ლაურსაბ გიორგის ძე, რომელიც 1801 წლის 10 თებერვალს იულონ ბატონიშვილს გადაჰყვა იმერეთში ოჯახიანად (იმერელი მაჩაბლები არიან ლუარსაბის ძმის ზურაბის შთამომავლები). მონაწილეობდა 1804 წლის მთიულეთის აჯანყებაში. თვითონ ჩაბარდა მთავრობას, პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს მმართველმა ვოლკონსკიმ. 1812 წელს მონაწილეობდა კახეთის აჯანყებაში. ამ დანაშაულისთვის გადაასახლეს კოსტრომაში. 1813 წლის 10 ივნისს მიწერილობით აიძულეს ბარძიმ მაჩაბელს, დააჩქაროს შემოსავლის აკრეფა, რათა მისი გარკვეული ნაწილი გაუგზავნონ ლუარსაბ მაჩაბელს კოსტრომაში ხარჯებისთვის. 1815 წელს რტიშჩევი სთხოვს ტროშჩინსკის, იშუამდგომლოს ლუარსაბ მაჩაბლის განთავისუფლებისთვის, რადგან ლუარსაბ მაჩაბელი უფროსია გვარში და როგორც უფროსი, განაგებს მათ განუყოფელ მამულს. რტიშჩევს ჯერ კიდევ 1813 წელს მიუმართავს თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრისათვის, ლუარსაბ მაჩაბლის განთავისუფლების თაობაზე. 1817 წლის 31 ოქტომბერს "კნეინა სოფიო ფაღაევნა" (ფაღავა) თხოვს ერმოლოვს: "ძმასა ჩემისა ლუარსაბ მაჩაბელსაც შესწამეს წიგნის მიწერა (ლევან ბატონიშვილთან), რომელსაც წერილის დაწერა, აღმოკითხვა, დაწერა ანისა და ბანის დასმა არა სცოდნია, ამისთვის უენო იგი სიბერის დროს ძმა ჩემი გადაასახლეს რუსეთს კოსტროვის ქალაქში... ეღირსოს... ქვეყანასავე თვისსა მოქცევა". იმპერატორის 1818 წლის 20 თებერვლის ბრძანების თანახმად ლუარსაბ მაჩაბელი გაათავისუფლეს და იმავე წლის 1 ივნისს თბილისში ჩამოვიდა. 1804 და 1812 წლების აჯანყების მონაწილე. წყარო: საინფორმაციო პორტალი -საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |