The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე მიქაბაძე

ეკატერინე მიქაბაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1974  (49 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2006–2008წწ. - ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (იაპონია); 1991–1995წწ. - ინფორმატიკა და მართვის სისტემები, ბაკალავრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1995–1996წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, ეკონომისტი; 1996– 2001წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, უფროსი ინჟინერი; 2001– 2004წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და რეგისტრის სამმართველო, უფროსი ეკონომისტი; 2004–2005წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო, მთავარი სპეციალისტი; 2005–2006წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, მთავარი ეკონომისტი; 2006–2007წწ. - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2009–2011წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, საგადასახდელო ბალანსის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2011 –2013წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-5 თანრიგის მთავარი სპეციალისტი; 2013 წლიდან - 2016 წლის ივლისამდე - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-3 თანრიგის მთავარი სპეციალისტი; 2011 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა, ლექტორი; 2016 წლის ივლისიდან - 2018 წლის იანვრამდე - ფინანსთა სამინისტრო, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2018 წლის იანვრიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge


გააზიარე: