The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა ქავთარაძე

ირმა ქავთარაძე
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით 1989 წელს; 1995 წელს - ჯონ მარშალის სამართლის ინსტიტუტი, ჩიკაგო, აშშ, LL.M (სამართლის მაგისტრი); 2012 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორი; ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

1995 წელს – აშშ განათლების საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამით, საქართველოს მუდმივმოქმედი მისია გაეროში. ნიუ იორკი, აშშ, ინტერნი; 1995-1996წწ. - R. Sanders& Associates, იურიდიული კომპანია, ჩიკაგო, აშშ., ინტერნი; 1992-1997წწ. - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 1996-1999წწ. - საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სახელმწიფო კომისიის წევრი; 1996-2008წწ. - თსუ იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სავაჭრო სამართლის და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ლექტორი; 1997წწ. - ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ცენტრი CEPAR, კომერციული სამართლის სპეციალისტი; 1998 წელს - ევროკავშირის პროექტი "ქართულ-ევროპული პოლიტიკის და სამართლებრივი კონსულტაციის ცენტრი" (GEPLAC), გრძელვადიანი ადგილობრივი ექსპერტი; 1998 წელს - ინსტიტუციური რეფორმის და არაფორმალური სექტორის კავკასიის ცენტრი (IRIS Caucasus Center), უფროსი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 1998–2001წწ.  - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2003წწ. - PA Consulting, ნავთობის და გაზის პროექტის მენეჯერის მოადგილე; 2003-2004წწ. - PA Consulting, უფროსი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2004-2011წწ. - საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომისიის წევრი; 2011-2013წწ. - აზიის განვითარების ბანკთან (ADB) საკონსულტაციო კონტრაქტი, დამოუკიდებელი კონსულტანტი; 2013-2014წწ. - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში; 2013-2014წწ. - დელოიტ კონსალტინგი, ენერგეტიკის დაგეგმვის და ჰიდრო გენერაციის ხელშეწყობის პროექტი, რეგულირების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2014 წლის 1 მაისიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge



გააზიარე: