The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადამ ვაჩნაძე

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ადამ ვაჩნაძე (ბებუროს შტო) თან ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზს 1799 წელს. 1801-1804 წლებში წასული იყო  საქართველოდან. 1804 წლის 29 ივნისს ყაზახის აღალარ ნაგი-ბეგთან ერთად თავს დაესხა ბორჩალოს მემამულე ქანანოვს (ქანანაშვილი?) და მერე ყაზახს წავიდა. შემდეგ გამოექცა ალექსანდრე ბატონიშვილს და როცა 1804 წელს ციციანოვმა გამოიძახა, საქართველოში დაბრუნდა, ციციანოვმა იგი დანიშნა მოურავად შურა-გელის მხარეში. ამ თანამდებობაზე ორი წელი გაატარა.  მიიღო პრაპორშჩიკობა. 1812 წლის აჯანყების ლიკვიდაციაში მონაწილეობისთვის დაენიშნა პენსია. 1817 წელს ითხოვა კარდენახის მამულის დაბრუნებას. ეს მამული ჩამოერთვა მას 1803 წელს ალექსანდრე ბატონიშვილის ერთგულებაზე ფიცის მიღებისთვის. კარდენახის მამული შედგებოდა 5 კომლი ყმა-გლეხისა (17 მამაკაცი და 10 ქალი), ქვის სახლისა და ხილის ბაღისგან.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: