Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით სააკაძე![]()
Biographyდავით დიმიტრის ძე სააკაძე - თბილისის კომენდანტი, დიმიტრი სააკაძის შვილი. დიმიტრი რუსეთში გაჰყვა ბაქარს და სამუდამოდ დასახლდა მოსკოვში. აქ შეეძინა მას შვილი დავითი, რომელმაც სწავლა-განათლება და აღზრდა მოსკოვში მიიღო. 1803 წლის 7 მარტს დავითი დაინიშნა თბილისის კომენდანტად. შეცვალა თბილისის კომენდანტი ჩერნოვი (კოვალენსკის დიშვილი). ამ პოსტზე იგი 1805 წლის აპრილამდე იყო. აპრილში იხსენიება როგორც ყოფილი კომენდანტი. ამ დროისთვის მას აქვს პოდპოლკოვნიკის ჩინი, თბილისის კომენდანტი კი არის კომნენო. არქივში (ფ.226 საქმე 6722) დაცულია დავით სააკაძის წერილი, რომლითაც კომენდანტი სააკაძე ნებას რთავს ზაზა ბარათაშვილს, დაასაფლაოს ცოლი თბილისის სიონში. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |