The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისააკ თუმანიშვილი

ისააკ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:1803
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1888  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ისააკ შიოს (სოლომონის) ძე  რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1869); 1828-1929წწ. რუსეთ-ოსმალეთისა და 1853-1856წწ. ყირიმის ომების მონაწილე; 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; 1863 წლიდან მეთაურობდა ნავაგინის 78-ე ქვეით პოლკს, ირიცხებოდა კავკასიის არმიაში; 1868-1869წწ. თავმჯდომარეობდა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატს (სამხ. სასამართლო); 1871-1879წწ. იყო თბილისში ამიერკავკასიის საიმპერატორო ქალთა ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოს წევრი. ორჯერ აქვს მიღებული ჯილდოდ ოქროს იარაღი 25- ი და 30 წლიანი სამსახურისთვის (1853, 1856), ბეჭედი მისი უდიდებულესობის გამოსახულებით (1859).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.123; nobility.pro

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1871 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1865 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1862 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1857 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1850 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1848 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1842 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1829 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ბაბთით)
  • 1828 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი (წარწერით "მამაცობისთვის")

გააზიარე: