The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ აფხაზი

დაბადების თარიღი:1806
გარდაცვ. თარიღი:1837  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ანტონ აფხაზის მამა ნიკოლოზი ერეკლე II დროს ცნობილი მხატვარი იყო, დედა – სოფიო ნიკოლოზ გურამიშვილის ასული იყო გიორგი XII-ის ნათლული.  1832 წლის შეთქმულებამდე ანტონი მსახურობდა პოდპორუჩიკად. იყო სოლომონ დოდაშვილის ახლო ნაცნობი. "ანტონ აფხაზზე ახლო ნაცნობი მე არა მყოლია" - წერდა სოლომონ დოდაშვილი. ანტონი იყო სოლომონის ერთ–ერთი მეჯვარე.  ანტონ აფხაზი არ ყოფილა შეთქმულების  აქტიური მონაწილე. როგორც შეთქმულების საგამომძიებლო მასალებიდან ჩანს, ანტონი ყაზარმელთა წრეში ოთხჯერ მოხვდა. როგორც ცნობილია, იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულები დაასმინა ვოლხოვსკისთან. როდესაც მთავარმართებელი როზენი გაეცნო ვოლხოვსკის ინფორმაციას, უნდობლად შეხვდა ამ ამბავს. იასე ფალავანდიშვილის  შესამოწმებლად როზენმა გამოსაკითხად დაიბარა ანტონ აფხაზი. ანტონმა პირველ გამოკითხვისას (1832 წ. 10 იანვარს) აღნიშნა: "ერთხელ ვახშამზე სოლომონ დოდაშვილის ბინაზე ალექსანდრე ორბელიანმა  მოითხოვა დამსწრეთაგან ფიცის დადება". ეს დადასტურება იყო იესეს დანასმენისა და ანტონის ჩვენებას მოჰყვა სხვათა დაპატიმრება. თვით ანტონი დააპატიმრეს 11 იანვარს. საგამოძიებო კომისიამ ის მიაკუთვნა დამნაშავეთა მეექვსე კატეგორიას. ამ კატეგორიაში შედიოდნენ ის "პირნი, რომელთაც იცოდნენ შეთქმულების ამბავი და შეიძლება ეჭვმიტანილ იქნან იმაში, რომ ისინი ეთანხმებიან შეთქმულებას". ანტონ აფხაზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1833 წლის 7 სექტემბერს და გაგზავნეს სამსახურში კავკასიის ხაზზე. აქ ის მსახურობს ქვეითა პოლკში პოდპორუჩიკად. 1836 წლის 4 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ის დასახლდა თბილისში. მასზე დაწესებული იყო ფარული მეთვალყურეობა. პოდპორუჩიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, გენერალ ივანე აფხაზის და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზის ძმა.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: