The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ყარანგოზიშვილი
Other name:კონსტანტინე ყარანგოზოვი
Date of birth:18 February, 1852
Date of death:25 July, 1907  (at 55 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში). 1905 წელს "ჯავშნოსან პოტიომკინზე" მომხდარი აჯანყების დღეებში დაინიშნა ოდესის კომენდანტად, შემდეგ დროებით გენერალ-გუბერნატორად. მან პირადად მიმართა სიტყვით მეზღვაურებს, რის შედეგადაც აჯანყებულები დაწყნარდნენ. ამის შემდეგ, "ჯავშნოსან პოტიომკინის" მეზღვაურებმა სცადეს კონსტანტინე ყარანგოზიშვილის მოკვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მცდელობა ოდესის პოლიციამ აღკვეთა. 1907 წელს სამკურნალოდ მყოფი გენერალი ყარანგოზიშვილი პიატიგორსკში მოკლეს ტერორისტებმა. 1908 წელს ოდესაში ერთ-ერთ ქუჩას (ул. Гулевая) მიენიჭა მისი სახელი. გენერალ-მაიორი, ნიჟეგოროდის 44-ე და ასტრახანის დრაგუნთა 22-ე პოლკების მეთაური (1895-1899), მე-8 საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაური, ოდესის გენერალ-გუბერნატორი (1906-1907), ქ. ოდესაში ლევ ტოლსტოის სახელობის ქუჩა 1908 წლის 28 აგვისტოდან 1923 წლამდე გენერალ კონსტანტინე ყარანგოზიშვილის სახელს ატარებდა.

წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

Awards and Honors

  • 1905 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1897 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა სტანისლავის IV ხარისხის ორდენი

Share: